Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

სიკვდილს არაგვზე შევხვდები

ისე ნუ მომკლავ უფალო,

ჯერ რაი ვნახე განაო.
წყალობად გიბოძებია,
სამშობლო ამისთანაო.
ის ნუ მომკლავ უფალო,
მოვირბენ მთა-ბარ-ყანასო,
დედას ერთხელაც ვამღერებ,
ბავშვობის იავნანასო.
უცებ მოვივლი ვარძიას,
ბებერი ტაოს სამარხებს,
სვეტიცხოველის კედლები
ღმერთო ერთხელაც მანახე.
ისე ნუ მომკლავ უფალო,
გელათის ტაძრის მადლსაო,
მეფე დავითის საფლავთან
თუ არ ამოვთქვამ დარდსაო.
ისე ნუ მომკლავ უფალო,
უშბის ნამს ვეამბორები,
უშგულის მწვანე მიმდორზე
მომამწყემსინე ხბორები.
სვან-ენგურს ლილეს გავძახებ,
გიცრულებს დავკრეფ მდელოზე,
დედულეთს ძველი სახლის წინ
წამომაწვინე ჩეროზე.
იქედან რაჭა-ლეჩხუმის,
მიწას მამთხვიე მადლიანს,
ნიკოწმინდაში კვირაძალს
წირვას დამასწარ ადრიანს.
ჩემი გურიის მთებიდან,
გამაშლევინე ხელები,
ბავშვობის ნაფეხურებსაც,
ერთხელაც მოვეფერები.
ისე ნუ მომკლავ უფალო,
ცოდვილს დამადგი ნათელი,
მუხლზე მოყრილი ალავერდს,
რომ არ ავანთო სანთელი.
რასაც ახლა გთხოვ უფალო,
გული ტკივილად ინახავს,
რამდენი წელი გავიდა,
აფხაზეთი არ მინახავს.
ისე ნუ მომკლავ უფალო,
სამშობლოს დარდის მნახველსა,
გაუმთლიანე მამული,
ომით გადაღლილ ქართველსა.
ცოტაც დამაცა უფალო,
ფშავ-ხევსურეთი გავლექსო,
თბებში ჩავუწნა კესანე
მთის თვალანთებულ ქალებსო.
გადავუქროლო არაგვზე,
მუზას მოვუკლავ წყურვილებს,
ქორფად დაკრეფილ გვირილის
ფოთლებს ჩავუთქვამ სურვილებს.
მერე მოვიდეს სიკვდილი,
ჩემს ძებნაშიამც დაღლილი,
არაგვის თავთან დავნიშნეთ,
ჩვენი შეხვედრის ადგილი.
ახლა წავიდეთ უფალო,
განსაჯე როგორც წესია,
გადმომიშალე წარსული,
ცუდ-კარგი,რაც მითესია.
სხვა რა შეგთხოვო მადლიანს,
სხვა რაღა მინდა განაო?
მკვდარსაც წყალობად მეყოფა,
სამშობლო ამისთანაო.



Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.