Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

პოლ მაკარტნის ახალი ალბომი

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა სერ პოლ მაკარტნიმ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს 2012 წლის 7 თებერვალს იხილავს.

ალბომში ძირითადად განთავსებულია წინა საუკუნის 20-30-იანი წლების პოპულარული ჯაზური მელოდიების თანამედროვე ქოუვერ ვერსიები. რასაკვირველია ვიხილავთ სერ პოლის მიერ დაწერილ რამდენიმე ახალ კომპოზიციასაც.

მუსიკოსის ინფორმაციით, ეს ნამუშევარი მისი მამის ხსოვნას ეძღვნება. მასში წარმოდგენილი ძველი კომპოზიციები მაკარტნის მშობელს თავის დროზე ძალიან უყვარდა.

გუშინ მუსიკოსმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ახალი ალბომის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.


ამ ჩანაწერის სახელწოდებაა “Kisses On The Bottom”. მასში შემდეგი 14 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

1. I’m Gonna Sit Right Down And Write Myself A Letter

2. Home (When Shadows Fall)

3. It's Only A Paper Moon

4. More I Cannot Wish You

5. The Glory Of Love

6. We Three (My Echo, My Shadow And Me)

7. Ac-Cent-Tchu-Ate The Positive

8. My Valentine

9. Always

10. My Very Good Friend The Milkman

11. Bye Bye Blackbird

12. Get Yourself Another Fool

13. The Inch Worm

14. Only Our Hearts

დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა დაიანა კროლმა, ბას-გიტარისტმა ჯონ კლეიტონმა, ერიკ კლეპტონმა, სტივ უანდერმა და პროდიუსერმა ტომი ლიპუმამ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.