Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNeLa blog

მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული. 6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ. 5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ. 7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა. 7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს. 5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე. 7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული. 6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა. 8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

jizn11 (26)
gansakutrebit yavaze momecona ai dges ki qali getyvis cecxli da mdugare shens pirso mitomaris amdeni gautxovari
#7, 31.01.2012 - 20:01
jizn11 (26)
gmertma amravlos aseti bavshvebi
#6, 31.01.2012 - 19:59
suzana (31)
martlac rom geniosebi...
#5, 31.01.2012 - 19:08
atropia (53)
geniosebi gvezrdebian ))
#4, 31.01.2012 - 19:06
#3, 31.01.2012 - 19:04
suzana (31)
zalin kargi pasuxebia...
#2, 31.01.2012 - 19:00
gmertma gaaxaros amis damweri, bavshvebs utqviat rac me vera vtqvi, rac mipiqria da ver mipovia.
#1, 11.01.2012 - 17:21
11.01.2012 - 18:22
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.