Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Goran Bregovic - Get The Money




ჩრდილო–სამხრეთის ხალხნო – სვიანნო,
თქვენი ბელადი მოგგმართავთ – "პირი",
გართობა! თამაში მსურს ვაფრთიანო;
"იშოვეთ ბევრი, იშოვეთ ფული!"

ფული, ფული,
ფული, ფული, ფული,
ფული, ფული...

პლაჟზე ვსეირნობ იმედდაცლილი,
გულში სიშავემ ბინა დაიდო.
ვერ შემაჩერებს შორი მანძილი:
თქვენ კი გსურთ ძალაც ამომარიდოთ!
სევდის მაღალი რივიერები
ორცხობილების მაგონებს კოლოფს.
გულში დაჰქრიან ურაგანები
თავში საათი ასრულებს სოლოს.
წიკ–წიკ...

იშოვეთ ფული, ბატონო "ჩიპსი",
იშოვეთ ფული, ესკიმოსისთვის...

ფული, ფული,
ფული, ფული, ფული,
ფული, ფული...

ანი, ბანი, განი...
მოწაფეებო ნუ ხართ გართული!
ჩაისუნთქეთ და თვლით – "არადანი"
იპოვეთ ფული – გადამალული!

ფული, ფული,
ფული, ფული, ფული,
ფული, ფული...

ვრცლად ეფინება აქ სამეზობლოც;
ზემოთ, მთის ქიმზე – ბეტონის სარკმლებს...
თუ მოსეირნე მიხილეს ბოლოს,
ფანტანში ჩავფლავ ყველა ჩემს მნახველს.
პატარა გოგო, ლამაზი, ნორჩი,
მინდა გავიცნო – ჩემი გზით მსვლელი,
სკოლაში მიდის, მეც – უბნის ყოჩი
– მის ხატს მივყვები კუდში ვით მრევლი.

იშოვეთ ფული, ბატონო "ჩიპსი",
იშოვეთ ფული, ესკიმოსისთვის...

ფული, ფული,
ფული, ფული, ფული,
ფული, ფული...

სკალპი აიძრეთ! იხოხეთ მუცლით!
იქ ხომ ფულია! აბა რას უცდით!?

ფული, ფული,
ფული, ფული, ფული,
ფული, ფული...

სწრაფ ნავზე შევხვდი ერთ–ერთ მსახიობს,
ნერვების მომშლელ ფილმში იღებდნენ...
რობინ მაქსველის იახტა იყო,
– მკვდარსაც კი ურცხვად აღარიბებდნენ.

მე ვაღიარებ, ტელეეკრანზე
ჩემი ამბების ხილვა მიყვარს და
ცურვა, გარუჯვა სადმე დიდ პლაჟზე,
– მაგრამ ფული ღირს მსგავსი ნირვანა.

იშოვეთ ფული, ბატონო "ჩიპსი",
იშოვეთ ფული, ესკიმოსისთვის...

ფული, ფული,
ფული, ფული, ფული,
ფული, ფული...

რაღაც ციხეს ჰგავს, სადღაც კი სამარხს,
რომ სარკოფაგში ფულს შეინახავს...

სიცოცხლის დაცლას ჰგავს, სიკვდილის მახეს,
სიკვდილის გემოს – სუნთქვაში ნახვევს.

გრძნობას – ბაყაყურს – ქვეწარმავლობას,
გველის ტყვანაცვალ დღედაღამობას.








Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.