Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
jaguri007 blog
დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა. ამიტომ ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა.ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა.დაწყებითებში ვსწავლობდი როდესაც ერთხელ დედა მოსასალმებლად მომიახლოვდა.მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა? მომერიდა. დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს კლასში ერთი მეგობარი მეუბნება- „ააა მართლა- დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?“ ეს რომ გავიგონე მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი.ან კიდე დედაჩემი გამქრალიყო.ამიტომ იმ დღეს დედა რომ ვნახე ვუთხარი: მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ,ამიტომ მოკვდე უკეთესი იქნება მეთქი.მას ხმა არ ამოუღია.რაც ვუთხარი მაგაზე არც კი შევწუხებულვარ,იმიტომ რომ გაბრაზებული ვიყავი.დედის გრძნობები მე არ მაღელვებდა .სახლში მისი დანახვაც კი არ მინდოდა. სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე და უმაღლეს სასწავლებლად სინგაპურში წავედი.შემდეგ სახლი შევიძინე, ცოლი შევირთე, ბავშვები გვეყოლა. ერთი სიტყვით ცხოვრებისგან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. ერთხელ დედა სინგაპურში ჩამოვიდა ჩემს სანახავად. რამოდენიმე წელი არ ვუნახივარ.შვილიშვილებსაც კი ვერ იცნობდა.კარებთან რომ მოვიდა და ბავშვებმა დაინახეს- მის შემხედვარეს დასცინეს.მე კი დედაჩემს- ჩემთან როგორ გაბედე მოსვლა და ბავშვები რა უფლებით შემიშინე, ახლავე წადი აქედან“მეთქი! - დავუყვირე.დედამ კი ხმადაბალი ხმით ბოდიში მომიხადა- არასწორ მისამართზე მოვედი ალბადო- და თვალიდან გაქრა. ერთხელ სკოლიდან გამოშვების საღამოს რამოდენიმე წლისთავზე დამპატიჟეს.ცოლს ვუთხარი სამსახურის საქმესთან დაკავშირებით მივდივარ“მეთქი და გამოშვების საღამოზე წავედი. დედა არც კი მომნატრებია, უბრალოდ საღამოს დამთავრების შემდეგ ძველი სახლის სანახავად შინ გავიარე.მეზობლებმა დედის გარდაცვალება მაცნობეს და მის მიერ ჩემთვის დატოვებული წერილი გადმომცეს: “საყვარელო შვილო ყოველთვის შენზე ვფიქრობ,სინგაპურში რომ ჩამოვედი და ბავშვები რომ შეგიშინე მაგისათვის ძალიან ვწუხვარ. რომ გავიგე გამოშვების საღამოს წლის თავზე უნდა ჩამოსულიყავი გამიხარდა,მაგრამ შენ სანახავად ლოგინიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ყოველთვის რომ გრცხვენოდა ჩემი არსებობისა მაგაზეც ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მინდა რომ ერთი რამ იცოდე- შენ ბავშვობაში უბედური შემთხვევის გამო ცალი თვალი დაკარგე. მე როგორც დედა- შენს უთვალობას ვერ ავიტანდი. ამიტომ შენ ჩემი თვალი მოგეცი. და დღეს ამ თვალით რომ უყურებ სამყაროს ამითაც, ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ.”დედაშენი

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

jaguri007 (28)
magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
#8, 10.10.2012 - 23:10
jaguri007 (28)
...............
#7, 29.08.2012 - 23:13
jaguri007 (28)
mec ;)
#6, 09.04.2012 - 11:27
jaguri007 (28)
didi madloba marselaa gaixare chemo kargo
#5, 13.01.2012 - 12:00
umadurii shvilii !!!!
#4, 12.01.2012 - 02:11
jaguri007 (28)
martlac rom egrea
#3, 12.01.2012 - 00:31
jaguri007 (28)
ratom?
#2, 11.01.2012 - 23:34
jaguri007 (28)
#1, 11.01.2012 - 23:13
 

User
offline
offline jaguri007 (28)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.