Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მთაო შამირთე ცოლადა!



მთაო შამირთე ცოლადა,
შენებრ მფარველი მჭირდება.
ერთ სუსტ დიაცის შენახვა,
ვიცი არ გაგიჭირდება.
ჩემს ერთგულებას შეგალევ,
შენს მკერდზე დამეძინება,
ამ სათხოვარის გამგონეს,
ვიცი არ გაგეცინება.
შენს ძირს დავიდებ საუნჯეს,
შენს მხრებზე დავდებ თავსაო,
კალთას გაგითბობ ამბორით,
მოკლებული ვარ ბარსაო.
შენს სიძლიერეს ჩამწანი,
ამაყად გავშლი მხარსაო,
უკვირდეს ამის გამგონეს,
ერთ დაუნახავ ვაჟსაო.
მთაო, შამირთე ცოლადა,
ფიცსაც დაგიდებ ღმერთთანო,
ამ ოხერტიალ ცხოვრებას,
გამოვექეცი შენთანო.!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.