Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

mxolod shen darchi

ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი,
დარჩი, როგორაც სიზმრად რჩებიან,
და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა,
სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია.
ყველა წავიდეს, შენ შეიცადე,
მასწავლე, როგორც გავხედე მზეწვია,
მიამბე, როგორ აწამეს ქარი,
ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია..
ყველა წავიდეს, გაუღე კარი,
დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს,
და ანაცვალე შენი სიდინჯე
ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს,
წავიდეს ყველა, მე შენ მჭირდები,
მე, აუხსნელი ვნებით ფეთიანს,
იმას, რომელმაც ილოცა შენთვის
ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია,
ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი,
მზე რომ მზე არის, მზეც ზედმეტია,
და მზეც წავიდეს, შენ დარჩი მხოლოდ,
ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ
თმები მაქვს ფარჩის,
წავიდეს ყველა
მხოლოდ შენ დარჩი!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.