Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
svintitinklia blog

დარაბებს მიღმა გაზაფხულია!"

დაიმახსოვრე,როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია,
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა მოყვასი უბედობისგან,
ცხოვრებისაგან დაჩაგრულია,
დაიმახსოვრე,როცა შეხედავ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა უაზრო სიყვარულისგან
აზრი გრძნობებში დაკარგულია,
არსებობს ვიღაც,ვისაც უყვარხარ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
დღე დაღამდება,როცა დრო გადის,
როცა აზრები გადართულია,
ხელს ნუ ჩაიქნევ სუყველაფერზე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა შავია თეთრი დარაბაც,
როცა ფიქრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ სარკეში შენ თავს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა მოკვდავთა უგუნურობით,
სული ცოდვებით გაძარცვულია,
დაიმახსოვრე,უფალი გხედავს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა არ იცი,ვის უნდა ენდო,
როცა მოყვასიც გადაცმულია,
ბოლოს სულ ყველა მოიხსნის ნიღაბს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
ერთი მინდოდა მხოლოდ რომ მეთქვა,
ცხოვრება ჩვენი მართლაც რთულია,
მაგრამ...ეს უნდა გვახსოვდეს ყველას,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

#2, 12.01.2012 - 17:20
cisiaa (27)
ბოლოს სულ ყველა მოიხსნის ნიღაბს....
didixania leqsi ase ar gamxarebia...
#1, 12.01.2012 - 17:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.