Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog
გაცვითა უკვე სათქმელმა ხორხი,
პირის ღრუ ენას ექცა სამარედ...
ყვირის სულიდან ხმა – უცხო, ბოხი,
რომელიც ვმალე, და ვერ დავმალე...

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
განა საგიჟეთს მაგიტომ ავცდი.
უბრალოდ გზები ასე მიდიან
და მეც გაფრენას იმიტომ არ ვცდი.

უკვე რამდენჯერ მინდოდა მეთქვა;
(სხვათაშორისად, შემთხვევით ვითომ)
გულმაც ბოხ ხმაზე დაიწყო ფეთქვა,
თითქოს სიყვარულს მოაკლდა სითბო.

თითქოს გაცივდა სამარისებრად,
დუმილი მექცა უკუნ მეწყვილედ...
და მდუმარების ასათვისებლად
დამდეგ განთიადს აღარ შევყივლე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.