Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nunuko11 blog

რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული?ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, საუკუნეების მანძილზე ადამიანები წერდნენ მხოლოდ თავიანთ აზრს მის შესახებ. ზოგი თავის წარმოსახვით გრძნობას გადმოიტანდა ფურცელზე, ზოგი განცდილ მარცხზე წერდა, რომელიც სიყვარულმა აგრძნობინა და ზოგიც ამ გრძნობით გაბრუებული კალამს მიენდობა....სწორედ ამიტომაა, რომ სიუყვარულზე ყველა განსხვავებულად ფიქრობს.ამბობენ სიყვარული ლამაზია როგორც მზის ჩასვლა,წმინდაა როგორც ანკარა მდინარე, სათუთია როგორც ბავშვი...ეს ყველაფერი მართლაც კარგია, მაგრამ იმასაც ამბობენ სიყვარული სიგიჟეა, გაბრმავებს, ტვინს თიშავს და გული დამოუოკიდებელი ხდება, იგი ქარიშხალივით ბობქარია, მუდამ ზღვასავით ღელავს და არ გასვენებს...ვიღაცას უთქვამს სიყვარული ერთჯერადია,კეთილია, ჭეშმარიტია, ღვთიურია, მის გარეშე ცხოვრება უაზრობაა, ცოდოა ის ვინც მისი განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან...სადღაც გამიგია, რომ სიყვარული გამოგონილი არარეალური და ფუჭია. იგი ბევრ ტკივილს აყენებს ადამიანს, ტანჯავს და სისულელეებს აკეთებინებს. ის უკურნებელი სენია...ეს ყველაფერი ხო მაგრამ მაინც ნეტავ როგორია სიყვარული?მართალია ჯერ პატარა ვარ, მაგრამ მე სიყვარული მესმის როგორ...აზრი გამეფანტა...... თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ სიყვარულს....წარმოსახვაში გაჩნდა მზე, ვარსკვლავები, ბედნიერება, სიცოცხლე.... მეგობრები, ოჯახი, ბავშვები... აი ეს არის სიყვარული, იგი თავად სიცოცხლეა, ის ჰაერია, მიწაა, ნათელია სხივია... როცა გიყვარს, სიცოცხლე უფრო ლამაზი გეჩვენება, გიხარია ყველაფერი, გინდა მუდამ დღე იყოს რადგან დღე ცოცხალია...!სიყვარული ოცნებას გაყვარებს... სამყაროს ნათელ ფერებში დაგანახებს, ისეთ რამეს გაკეთებინებს, რაზეს ადრე მხოლოდ ოცნებობდი... წერ ლექსებს.... ჩანახატებს... უზომოდ გაბედნიერებს!!!თვალს ვახელ და ვხვდები, რომ სიყვარული იმ ყველაფერთან ერთად რაც დავწერე არის ბობოქარი, გიჟი, ისეთია შეიძლება სიკვდილამდე მიგიყვანოს, მაგრამ მას ეს ეაპატიება , ის ხომ უზომოდ გვაბედნიერებს სულ მცირედითაც კი... ხოლო ბედნიერება, უბედურების გარეშე ვერ მიიღწევა! როცა ვინმე გიყვარს გინდა სულ მასთან იყო, ჩაეხუტო და აღარსად აღარ გაუშვა.... მოეფერო, მოუარო, ასიამოვნო, ყველა სურვილი აუსრულო და ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად.... რაც მთავარია სიყვარული არ მოითხოვს შეუძლებელს... გიყვარს ისეთი როგორიც არის, მისი სულიერება და შინაგანი სამყარო.... ორ ადამიანს შორის ერთგულება. პატივისცემა, ნდობა, აი სიყვარულიიიიიიიიიი..... თავს უფლებას აღარ მივცემ, რომ ამ გრძნობაზე ვილაპარაკო და ბოლოს ისევ სხვისი სიტყვებით გადმოვცემ ჩემ აზრს წმინდა გრძნობის შესახებ..... "სიყვარულია თვითმკვლელობა, რომელიც გავიწყებს საკუთარ თავს და დამოუკიდებელს გვხდის მხოლოდ სულიერად ამაღლებულ ადამიანებს შეუძლიათ". მთავარი ხომ სულიერი სილამაზეა.....

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline
offline nunuko11 (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.