Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog
23:03

საქართველოსი არ არის მსგავსი,
ღმერთმა დალოცოს მისი მოყვასი,
ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ,
იქ სხვანაირად ამოდის მთვარე,
იქ მინდორ-ველი სულ არის მწვანე,
ჯერ არ მინახავს მის მსგავსი მხარე,

ქვეყნის სიშორემ ის შემაყვარა,
ბედმა კი მისგან მე შორს გამყარა,
იქ გაზაფხულის სუნი მათრობდა,
და სიყვარული ხალხის მათბობდა,
იქ მე ამდენი დარდი არ მქონდა,
რადგან ამაყი გული დამქონდა.

თუმც სიამაყე შემომრჩენია,
რომ ქართველი ვარ და არ მრცხვენია,
მე ამას ვიტყვი ჩემი დღენია,
ჩემი სამშობლო ბოლოს ჩემია!
მისგან სიშორე გულს არ მიციებს,
არ დავივიწყებ ჩემს ტრადიციებს,
არ დავივიწყებ სამ მთავარ მცნებას:
ენას, მამულს და სარწმუნოებას!
:-):-):-)


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.