Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ითხრეს:"რატომ ხარ ასეთი დიდი?
ბავშვივით იყავ - მოიგებ მეტსაც".
მეც დავეთანხმე,სიდიდეს ვყიდი
და არ ვუსურვებ მის ყიდვას მტერსაც.
დავთმე ასაკი,ვთამაშობ "ლაფტას",
ბურთით მეზობლის ფანჯრებს ჩავამსხვრევ,
ბუშტს გავუხეთქავ პატარა ტატას,
ქუჩაში მოხუც კოჭლს გავამასხრებ.
ცეცხლს წავუკიდებ გაფენილ სარეცხს,
ზღარბზე დავაჯენ დეიდა მარინას,
ბაბუს მოვპარავ ბოლო სიგარეტს,
პარიკს მოვაძრობ ბატონ ამირანს.
გავტეხავ მამის საყვარელ კალამს
და დავუმალავ ბებოს სათვალეს,
სტუმრად მისული არ ვიტყვი სალამს,
ჭუჭუს ვანახებ დედის დაქალებს.
ბევრი ვიცელქე რა აღარ ვქენი
-წლების მინდოდა მე დაბრუნება...
მაგრამ ვერ გავხდი ბავშვივით ბრძენი
-რა ძლიერია მაინც ბუნება!
ზღარბს არ ვაწვალებ და აღარც კატას,
თავაზიანად ვსაუბრობ ხალხში.
სამაგიეროდ ვეჩვევი ღალატს,
პატივმოყვარეს მახარებს ტაში.
თუმცა მეზობელს არ ვუმსხვრევ შუშას,
სამაგიეროდ გაკოტრდეს მინდა.
ვერ ვიტან უფროსს,მძღოლსა თუ მუშას,
აღარაფერი არ შემრჩა წმინდა.
ვერ გავხდი ბავშვი - არ მეყო რწმენა
და ვიმეორებ მე სხვის ციტატებს.
არ მესიზმრება ნიანგი გენა,
მაგრამ შექსპირიც აღარ მიტაცებს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.