Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ლამაზი ქალი...ჩაუყვა ბილიკს,გულს ჩანისლულა წყენა...

თოვლისფერია ახლა ეს ფიქრი,გადაუფითრდა მზერა,
თითქოს გაუქრათ ფანტელებს ხიბლი,მზემ ყელი მოიღერა...
ლამაზი ქალი...ჩაუყვა ბილიკს,გულს ჩანისლულა წყენა,
ეს ნაკვალევი...სულში გაივლის ვით სერაფიტის მზერა.

ლამაზი ქალი...ლამაზად ტირის.ულამაზესად ღელავს,
და...შეკვდომიან ტუჩები ღიმილს,ფიქრი ფიქრს ისევ თელავს...
ლამაზი ქალის ლამაზი ცრემლი...ულამაზესად ბრწყინავს,
და...წამწამების უნაზეს რხევით...ღაწვებს ეღვრება წვიმად.

ამ ცხელმა ცრემლმა გზა გაიკვლია...ჩაჰყვა ყელს...იქცა ურჩად,
და ქალის მკერდზე გადაიღვარა...ეძებს და ეძებს ურცხვად,
ლამაზი ქალის ლამაზი მკერდი...ულამაზესად ღელავს
და ციცქნა ხალიც..გაუწყრეს ღმერთი...ხალისობს ვარდისფერად...

ცრემლი შეჩერდა...დაიდო ბინა,ტუმც ვეღარ იკლავს წყურვილს,
თურმე...დარაბა ყოფილა ღია...ლამაზი ქალის გულის...

...და მიდის ქალი...მაინც ამაყად,თეთრი ფიქრით და წყენით,
თვით სილამაზედ გადაქცეულა...გულში ჩაღვრილი ცრემლიც...
ლამაზი ქალი ჩაუყვა ბილიკს...ლამაზად მიაქვს წყენაც..
ეს ნაკვალევი სულში გაგივლის...ვით სერაფიტის მზერა..

Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

ლამაზი ქალის ლამაზი ცრემლი...ულამაზესად ბრწყინავს,
#1, 13.01.2012 - 22:05
(K) (K) (K) (K)
14.01.2012 - 13:01
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.