Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nargiza blog

მომნატრებიხარ!

მომნატრებიხარ, როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია, იმ მონატრებით--რუსთაველს რომ მოუგონია... მომნატრებიხარ, ვით ზამთარში სითბო მაისის და ცხელ აგვისტოს საამური გრილი დაისი... მომნატრებიხარ, აღარ ვიცი რას შეგადარო, მენატრები და მონატრებით მინდა გატარო, როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატერბა, დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად. მე მინდა შენთან, როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან, ისე მჭირდები, როგორც ავდარს გამოდარება... უკვე იქ გეძებ, სადაც არ ხარ და ვერც იქნები და მენატრები, როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები... მომლანდებიხარ, გულში დარდად მომძალებიხარ, როგორც არასდროს, ისე ძლიერ მომნატრებიხარ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.