Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
romantik blog

მომკლავს ანუკი :-))))))

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,

სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,

განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად,

უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა lამის,

რომ გხედავს - ტალღოვან თმით და დაღლილი

მხრებით. შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,

ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,

მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,

სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,

ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,

ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა

და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,

სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,

ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს

და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,

სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,

განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..


Tags:

 
Interesting
positive votes: 31  |  negative votes: 1

Write comment:

giobebe (47)
didi ganzda da grznobaa gadmozemuli
#4, 27.01.2012 - 14:55
27.01.2012 - 14:56
teklat (29)
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად,
#3, 15.01.2012 - 20:07
sofasi (37)
qals agmerteb da reiza unda mogklas simon
#2, 14.01.2012 - 17:22
migaxrchobs she sawyalo
#1, 14.01.2012 - 17:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.