Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gvanca001 blog
ახლა ფეხაკრეფით მოვა მონატრება,
მერე ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე,
ისევ მარტო დავრჩი ღამის აჩრდილებთან,
ისევ გამეპარე... ისევ მიმატოვე...
ისევ დაღამდება, ისევ ავტირდები,
ისევ მთვარე მოვა ჩემთან სანუგეშოდ,
მაინც მეყვარები, ამას დაგპირდები,
მუდამ მეყვარები, ვფიცავ საქართველოს.
ისევ აკორდები, გიტარის ჟღერადობა
და გამწყდარ სიმებზე სიმღერა დაკარგული,
ისევ მარტოობა, უძილო ბნელ ღამეში
და ბედნიერი გრძნობების აღსასრული.
ისევ მაგონდება ფერადი სიყვარული,
შვიდფერა ცისარტყელის ხიდით ნაერთები,
მაგრამ ბოლოს მაინც ისევ მიმატოვე,
შორს წასულს ვერასდროს ვეღარ დაგეწევი.
ეხლა ამ ცხოვრებას უგულოდ გავაგრძელებ,
გავხდები ღამის მორიგი აჩრდილი,
სევდა ნარევი გავყვები ბილიკებს
და ასე გაივლის მარტიც და აპრილიც.
გაივლის, მაგრამ ტკივილით აღსავსე,
გაივლის სევდით და ცოტა ცრემლითაც,
ისევ დაათოვს ფიფქი ჩვენს გრძნობებს,
იმ გრძნობებს სიყვარულს, რომ ვეღარ ეღირსა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline gvanca001 (25)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.