Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

მისტერ! ვისია სულელი ქალი,

შეშლილ ქარიშხლის სულია ქარი,
შარშალა სიო - ქარის სულია.
- მისტერ! ვისია სულელი ქალი,
ვინც უსასრულო აღსასრულია?!
მთვარელია - ლილეულ ციდან
თუ პრიმადონა ჩემო დომინო?
გინდა რომ ცოდვამ ამცრას სცენიდან

და შეუნდობლად შემანდობინო?!

***

მეზობლის გოგომ შეიგვიანა:
ვეღარ იპოვა ამწყდარი ღილი...
გაზაფხულია... წუხელ ნიავმაც
ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი.
აწ ორთავენი ერთად ივლიან,
სიყვარულია ისეთი ტკბილი:
კვლავ გაიტაც1ებს ალუჩა ნიავს,
კვლავ ააწყდება გოგონას ღილი.

* * *

ეს გოგო მზერაალმაცერია,
ცხელა მუზების ცეცხლტან თამაში!..
ნაპერწკალი და ჯვარიმც მწერია...
გამომწვავს მკლავთა ალში თაბაშირს!
წადი, შვილოსან, ნახე სხვა სურა...
გატყუებს მარტის სარტალმარტალი;
მატადორივით რამ მოგასურვა
ბებერი ხარის რქაზე სხმარტალი...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.