Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
seviyorus blog

***ქალი? - უნდა გაუფრთხილდეთ სანამ ქვეყნად არსებობს***

***კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა

ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ

სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს

კარებს გაიჯახუნებენ სხვასთან გერთობიან

წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს

ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.

კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე

არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.

ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,

ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,

რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის

იქნებ ჩუმად აიტანოს უნებული ღალატიც

თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,

ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს,

მარტოობის წლები გულში დაეყრება ხანჯლებად,

შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.

ქალი? - უნდა გაუფრთხილდეთ სანამ ქვეყნად არსებობს,

ქალი? - ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!***

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

rorshari (27)
vau magaria
#2, 23.01.2012 - 20:10
kapinio (47)
ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!
#1, 23.01.2012 - 16:41
 

User
offline seviyorus
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.