Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
seviyorus blog

***შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ
რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლიფერ მერდინს
გაიღოს უცებ სამოთხის კარი
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი

რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი
სად სჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ
მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი
მთვარე მთვარეზეც ლამაზი მთვარე

ბოლოს და ბოლოს ერთი აქვთ ბოლო
ლომსა და თინუსს ნაძვსა და ღოლოს
სიყვარულისთვის მხოლოდ ჩვენ კარგო
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ

უხერხულია შენ გერქვას ცოლი
შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე
აჰა დამბაჩა და სველი თოვლი
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ***


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

qetush (57)
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ........
#1, 23.01.2012 - 21:15
 

User
offline seviyorus
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.