Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახიაა სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

მოგისმენიაა ენგურისთვის: ან როცა მდორედ
მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად
ტოვებს, ანდაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით
მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?!

დაგსიზმრებიაა დადიაში, უშბა ან შხარა-
ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში-
ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?
არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახიაასვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
#1, 24.01.2012 - 17:21
შენ, გინახიაა სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!
24.01.2012 - 17:23
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.