Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maakoo33 blog

აღარ მინდა აღარსად წასვლა!

,ჩემს შემოდგომას ვუცვალე ფერი

ლიმონისფერი ფოთლების მიღმა...

ჩამოვიშორე სახიდან ცრემლი

და ავიკარი ღიმილი ნიღბად!

გადავაკეთე ბილიკი გზად და

ფეხით გავთელე სუროს ხალიჩა...

ჩემი სამყარო ნაწერი დარდად

შენმა თვალებმა წამში დახლიჩა.

აალიონდა სული ღამეში

შემჭკნარი გული ვეღარ ჩამიჩობს...

ნება მომეცი წყლიან თვალებში

ჩემმა ღიმილმა თავი დაიხრჩოს!

ეხლა რაღა დროს, უნდა გავუძლო

ეხლა უკან სვლით ვეღარ გავივლი,

ჩემი ალერსით უნდა დაგხუნძლო

გაგხადო ჩემი კოცნით დაღლილი.

ჩემს შემოდგომას ვუცვალე ფერი

ლიმონისფერი ფოთლების მსგავსად...

შენთან მოსვლამდე ვიარე ბევრი

და აღარ მინდა აღარსად წასვლა!


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

leo86 (31)
#3, 24.01.2012 - 15:22
maakoo33 (42)
))
#2, 24.01.2012 - 11:51
serg85 (35)
kargi leqsia
#1, 24.01.2012 - 11:41
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.