Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

გულგაციებულ დროის ნაცრიდან ჩემი თვალები იმზირებიან.

ისევ შემოვა უიმედობა––

თალხით მოსილი ლამაზი ქვრივი,

იგი ყველაზე მეტად ენდობა

თვალში თაფლისფრად ანთებულ ტკივილს,

ის შეუმჩნევლად კი არ ჩაქრება,

აკიაფდება უცფად ჭავლივით,

კი,გასავლელი რჩება ნაკლები

და ბევრად მეტი არის ჩავლილი.

გულგაციებულ დროის ნაცრიდან

ჩემი თვალები იმზირებიან,

კი,ბედისწერა ისევ მკაცრია,

და წინ მარტოდენ ღამის გზებია.

გეჩვენება,რომ ტკივილს მიამებ

და ცდილობ ცეცხლი არ ჩაინავლოს,

ტყულ მართალი ბევრი მიამბე,

ახლა კი დროა მარტომ ვინაღვლო.

მშვენიერია ჩრდილთა თამაში,

გულის კარნახით ხელის შეხება,

მაგრამ ეს წუთიც გულის ღამეში,

გულის უფსკრულში ჩაიჩახება.

შენ როცა წახვალ,როცა იელვებს

სიბერე–––ცივი შუქით ნაფერი––

ახლადგაჩენილ სიცარიელეს

ვეღარ შეავსებს ვეღარაფერი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.