Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

შენ ოცნება ხარ ჩემი შეყვარებული ქალის!

მე მარტი მიყვარს შენი, არეული და ცელქი...
მე ღვინო მიყვარს შენი, და დოქის ფსკერზე ლექიც...
მე ლექსი მიყვარს შენი, ჯერ მაჭარივით ტკბილი...
სიზმარი მიყვარს ღამით, შემოფეთება დილის...
თითები მიყვარს შენი გრძელი, ნატიფი, თლილი...
მოღერებული ყელი დაბმულ-შეკრული ღილით...
თვალები მიყვარს შენი მზერა უძირო ტბისა...
ეს სიჯიუტეც მიყვარს სულში ნაკირწლი ქვისა...
თმების სურნელი მიყვარს თითქოს ნაბანი წვიმით...
შენი ღიმილი მიყვარს გაგიჟებული ხიბლით...
შენ სცენა ხარ და მე კი შენი საღამო მიმყავს...
ფარდის დაშვების მერე, ის მარტოობა მიყვარს.
იქ სარკეში, რომ კრთება შუქის ანარეკლს იჭერს
ეს სიახლოვე შენთან ვიცი, რომ გამაგიჟებს...
მერე აწყვეტილ ულაყს ვეღარ დაიჭერს გონი...
შენს გვერდით ყოფნა მიყვარს და უშენობაც მგონი...
გადარეულა მარტი დარაბებს მიმტვრევს ძალით,
შენ ოცნება ხარ ჩემი შეყვარებული ქალის!



Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.