Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
alexic blog

მოდი და ფრთხილად შემეხე,............ ჩუმად შემიხსენ საკინძე...

ვაჟო სადა ხარ, გულისავ,
რატომ არ გამამაისებ?
შენ ოღონდ სადმე გამოჩნდი,
ალად აგინთებ აისებს...
გულის ჭრილობა გამეხსნა,
მალამო უნდა ნაისრევს...
რომელ ყვავილთან მღალატობ?_
ეჭვები ხრავენ ნაფიქრევს...
ხან სულ გივიწყებ დამზრალი,
ხან ვნება შენკენ მამიქნევს...
იასამნებმაც იფეთქეს...
კვირტებად დასკდა ატმის ხე...
მოდი და ფრთხილად შემეხე,
ჩუმად შემიხსენ საკინძე...
ჯერ მკერდს მიბნიე, მერე კი
ატმის ფურცლებად ამკინძე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.