Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ალბათ დღეიდან შენთვის ვიცოცხლებ და შენი ნატვრის ჩრდილში ვიქნები.

გაამზეურებ გარდასულ ზამთრებს,

ერთად ყოფნით,რომ გადავაგორეთ...

ეგ თვალებია,

აჩქროლებულ გულს,რომ მაჩვენებს

და ამავე დროს ცას,რომ მაგონებს...

რა გულწრფელია ეს ზედაპირი–

ღიმილის კლიშე

და ჩავარდნილი კლავიშის ბგერა,

გული,რომ ჩაწყდა–

სმენით ვპოულობ

და შეხებისას ძარღვებიც ჟღერენ.

ცრუა ის კარი,

ღიაობით დაკეტილია,

დგას შოუმენი

და საკუთარ თავს აფიარებს,

შეფუთვის სტილი–

მოსაწყენად ინფანტილური,

ესეც პაფსაა და იაფზე,იაფი არი...

...

გამოვრთავ ეკრანს

და ვგრძნობ სინანულს,

შესაბამისი სიტყვის მიგნებით,

ალბათ დღეიდან შენთვის ვიცოცხლებ

და შენი ნატვრის ჩრდილში ვიქნები.


Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

ეგ თვალებია,

აჩქროლებულ გულს,რომ მაჩვენებს

და ამავე დროს ცას,რომ მაგონებს...
#2, 26.01.2012 - 09:37
რა გულწრფელია ეს ზედაპირი–
26.01.2012 - 15:41
ცრუა ის კარი,

ღიაობით დაკეტილია
#1, 26.01.2012 - 09:16
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.