Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antoniusi blog

მოვდივარ შენსკენ


მოვდივარ შენსკენ, გზა არი შორი.

ღამე ნელნელა მადნება ხელში...

ჩემს ნაფეხურებს დაფარავს თოვლი

დავემსგავსები გიჯსა და შეშლილს.

მოვდივარ შენსკენ, გზა არი შორი...

თანდათან სითბო მეღვრება სულში.

უფრო მართალი და უფრო სწორი

შეყვარებული ვიყავი გუშინ.

მოვდივარ შენსკენ, ხელები თრთიან.

გზა იწელება უსასრულომდე...

ჩვენ დავშორდებით ადრე თუ გვიან,

მაგრამ მანამდე მინდა მწყუროდე.

მოვდივარ შენსკენ, მაცილებს დილა.

თოვლიან მინდვრებს ნისლები სვავენ.

ასე უბრალოდ და უფრო ხშირად,

მინდა ვესტუმრო მაგ მწვანე თვალებს.



გოჩა ინასარიძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline antoniusi
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.