Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

ჩვენ სამშობლოდან აკაფული ვაზის ძირი ვართ,

სხვის მიწაზე რომ ვერასოდეს ვერ გაიხარებს,

ჩვენი ფესვები...წინაპართა ძვლებთან იწყება–

იმ ფესვებიდან მოკვეთილნი ვერსად ვივარგებთ!

უსაქართველოდ?–არა,არ მსურს ოქროს წალკოტიც,

ყველგან წამაქცევს ნოსტალგია ჩემი მიწისა.

ბედნიერი ვარ!–იმ მიწაზე ავიდგი ფეხი–

სად დაღვრილ არის მადლი ჩვენი დიდი ღმერთისა!

ჩვენ კი, ფესვები საქართველოს მიწაში გვიდგას,

გადაქცეულა მონატრებად ჩვენთვის სამშობლო

და თავზე ყველას ეკლიანი გვირგვინი გვადგას!

არ მეგულება ერთი გოჯიც, ამ მიწის ზურგზე,

რომ ჩემი მიწის ფასად ღირდეს, ყოფნა ვარჩიო,

არა!–არ მინდა საკერებლად გამოვჩნდე სხვაზე–

და ეს მყვირალა ფერი ყველამ რომ შეამჩნიოს!

ჩვენ სამშობლოდან აკაფული ვაზის ძირი ვართ,

სხვის მიწაზე რომ ვერასოდეს ვერ გაიხარებს


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.