Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

დამიჯერებ?! აღარ მეიმედება

აღარ მინდა
„მტრედები და გედები,”
დამეფანტნენ ბანალური რითმები.
დამიჯერებ?!
აღარ მეიმედება
კარგ ლექსებში დამარცვლული სიტყვები.
დამიჯერებ?!
აღარა მაქვს იარა,
ოცნებებით ცაში არ ვარ გაჭრილი.
ყივჩაღივით აღარ ”ვსინჯავ იარაღს,”
არც ქუჩაში წაქცეული ბავშვივით
აღარ ვტირი,
არ მაქვს ”ნუკრის თვალები,”
თმაც არასდროს გავდა მტვრიან მიმოზებს
არ დავეძებ რას დარდობენ ქალები
ამადეოს ფერებჩამქრალ ტილოზე.
ვეღარ დამჭრის
ოქროს ისრით ამური,
შენმა ნდომამ მართლაც გადამიარა,
ჩავანავლე ვნების ცეცხლის ალმური,-
უკარების ავიფარე ტიარა.
დღეებია - მარგალიტის მძივივით
ერთნაირი,
ერთარსი და
ერთფერი.
შემპარავი დავიზუთხე ღიმილი,
კარგად ვიცი, სევდა აღარ შემფერის;
დავამარცხე ბედისწერა თავხედი,
ხვალინდელ დღეს გავუყვები ხვალიდან.
გაიარე,
გაგატარე,
წახვედი...
რეალობას გავუსწორე თვალი და....
ჩავისუნთქე ღრმად და ზეცას ავხედე...

თეთრ ღრუბლებში ნებიერად იწექი,
ძველებურად დამცინოდი მაღლიდან.

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

parnaseli (31)
ჯავახაძესია?
#1, 26.01.2012 - 20:07
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.