Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lediqeti blog

მენატრები, მენატრები...

მენატრები, ყველგან მელანდები, გული ტირის მარტოობისგან... ღიმილს დაუშვია ფარდა... რა ძნელი ყოფილა მონატრება... უსაშველოდ ძნელი... გინდა და ვერ ხედავ... ეძახი და... მას კი შენი არ ესმის... გიყვარს და ვერ ხვდება... მონატრებისგან მთვრალი, ეული მივუყვები ქუჩებს და ვგრძნობ რომ ყველგან ცივა... სითბოს მართმევს მონატრება... წამწამთა ჯარში იკარგება წვეთები და სულში იღვენთენა დარდად...ღიმილი კვდება ტუჩის კუთხეში... არ მინდა ვიფიქრო შენზე, მაგრამ შენზე ოცნებებს ვერსად დავემალე... არ მინდა მიყვარდე, მაგრამ შენს სიყვარულს ვერსად გავექეცი. ბედნიერი ვარ მარტო იმითაც რომ შენ არსებობ... ვერცკი შევამჩნიე ისე შემოხვედი ჩემში და თითოეულ ჩემს უჯრედს დაეპატრონე, საკუთარი თავი დამავიწყე, შენი ცხოვრებით ცხოვრება მასწავლე... გხედავ და ვიძინებ - ზაფხულია, როცა ვიღვიძებ -ზამთარი, მათ შორის კი ათასობით გაიელვებს გაზაფხული და შემოდგომა და ვინ იცის მერამდენედ მოსულ შემოდგომაზე ქარი ისევ გამართავს ფოთლების კარნავალს. ისევ დაგიწყებ ძებნას... ისევ სიზმარში მოხვალ... მერე კი როცა ზამთრის სუსხი შემოიპარება შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს გაჰყვება ჩემი ოცნებაც - მთვარის შუქზე, ფოთოლცვენაში ვიცეკვო შენთან...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

ძალიან ძლიერი სიტყვებია ნუთუ ეს თქვენ ხართ?:-))....
#1, 29.01.2012 - 23:40
 

User
offline lediqeti (26)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.