ვფიქრობ ისე... შემიყვარდი ჩემო, რომ სიკვდილსაც გავუსინჯე გემო.
created: Friday, 27. January 2012 Time 00:22.
changed: Wednesday, 22. February 2012 Time 02:34.
ვფიქრობ ისე...
მივეჩვიე ლექსებს,
სიკვდილიც ვერ გადაღობავს ჩემს გზებს.
ვფიქრობ ისე...
ვეალერსე ფურცელს,
დედამიწა აიტკივებს მუცელს.
ვფიქრობ ისე...
შემიყვრდა ნუში,
რომ ადგილი აღარ დამრჩა გულში.
ვფიქრობ ისე...
ველოდები აჩრდილს,
პულსი ზომავს სისხლძარღვებში მანძილს.
ვფიქრობ ისე...
მოგიხდება ზეცა,
თანახმა ვარ, რომ შენთვის ჯვარს ვეცვა.
ვფიქრობ ისე...
შეიჭერი ჩემში,
როგორც მთვარე შეჭრილია ხეში.
ვფიქრობ ისე...
შემიყვარდი ჩემო,
რომ სიკვდილსაც გავუსინჯე გემო.
ვფიქრობ ისე...
შევეჩვიე მთვარეს,
რომ ვარსკვლავი ცრემლს მწმენდს მგლოვიარეს.
ვფიქრობ ისე...
მივეჯაჭვე მიწას,
რომ ფუტკრისთვის მე ვამზადებ ფიჭას.
ვფიქრობ ისე...
ავაშენებ ტაძარს,
როგორც გული ვერ დაიტევს ხანძარს.
ვფიქრობ ისე...
მივეჩვიე ლექსებს,
სიკვდილიც ვერ გადაღობავს ჩემს გზებს.
ვფიქრობ ისე...
შემიყვარდი გუშინ,
როგორც წუხელ ქარს უყვარდა ნუში...
Tags:
|
positive votes: 16 | negative votes: 0
|
average rating: 67 | viewings: 42
|
Write comment:
შემიყვარდი ჩემო...