Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teri blog


დე, იცი...

ღამით ცრემლი მომდის ხანდახან

და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითვლი,

ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე დამთავრდა

და ყოველ დილით მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.

დე, იცი...

მე მაჩუქეს აპრილის კაბა

და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,

მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა

არ ვიცი,

მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.

დე, იცი...

მტკივა სისხლისგან დაცლილი გული,

ლიბრგადაკრული თვალების ჭრილით ვეღარას ვხედავ,

საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული,

რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.

დე, იცი...

აღარ მინდა დავხუჭო თვალი,

აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,

უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი

და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.

დე, იცი...

დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ

და შენი სუნთქვა ყოველ ღამით ჩემს ატირებას

ნასკვავს ნერვებად და ამ უაზრო ცხოვრების ბოლოს

გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.

დე, იცი...

გაზაფხული მოვიდა მგონი...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი
#2, 27.01.2012 - 02:49
ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე დამთავრდა

და ყოველ დილით მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
#1, 27.01.2012 - 02:49
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.