Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

მეგონა მამას, სძულდა-თოვლი...

ჩვეულებრივად თოვს...

ცივა..ცრის..

მე და ჩემი მეგობრები მიკროავტობუსში ვსხედვართ...

- როდის გავა,რა ეს ზამთარი-ვწუწუნებ და არც ფანჯარაში გახედვა,აღარ მსიამოვნებს...ზამთარში ,ადრე ვიძინებ და მძინავს,შუადღემდე...გამომეღვიძება,გავიხედავ ფანჯრიდან, თოვს..დავხუჭავ თვალებს თოვს,ვახელ, ცივა..

არადა ეს ოხერი,როგორ მიყვარდა ბავშვობაში...ნუ მოილევ რა თოვას ცაო-ვჩურჩულებდი ძილის წინ და დილით მამაჩემს ვუმალავდი ნიჩაბს,რომლითაც ეზოს წმენდდა თოვლისგან...ვერ ვიტანდი,გასუფთავებულ გზებს..ქუჩებში მოყრილ მარილს...მამაჩემი კი რომ ვერ პოულობდა ნიჩაბს,მისი ყვირილი სამეზობლოს ”აფხიზლებდა”...

მერე დედა მთხოვდა გამომეტანა დამამალული ”იარაღი” და მეც მოწყენილი სახით ,გამოვაძვრენდი საწოლის ქვემოდან,საგულდაგულოდ გადამალულ ნიჩაბს და მამას ვეტყოდი: აიღე!!!

მამა კი საოცარი მონდომებით წმენდდა ეზოს,სახლის სახურავს და მეგონა,რომ მამაჩემს სძულდა თოვლი...

ახლა კი ფანჯრიდან,რომ ვუყურებ თოვას,მგონია,რომ მამაჩემს დავემგვანე,,უემოციო სახით ვაკვირდები თოვლის ფიფქებს და ასეთი დღეს ვარ...ძალიან დიდი და მოსაწყენი..

ცივა ცრის...ბუხარს ვანთებდით ბავშვობაში და ნაკვერჩხლებივით, ტკაცა-ტკუცი, გაჰქონდათ ფიქრებს...ბავშვურ ფიქრებს...სასიამოვნოდ ვიჯექი,ბუხრის პირას და ვმეცადინეობდი,ან ვკითხულობდი ...ბებია მჭადებს აცხობდა კეცზე და ბაბუ,მოუთმენლად ელოდა ვახშამს...მწნილი იცოდაა ბებიამ საოცარი...კვასკვასა წითელი და შავ ღვინოს,რომ ჩამოასხამდნენ დოქებში,ახლადდაწურული ღვინის სურნელი დგებოდა,ფიქრებივით სასიამოვნო და შეზარხოშებული სტუმრების ყურებაც მსიამოვნებდა,თავისებურად...ყველა,რომ მაქებდა,რა სჯობდა,მიხაროდა. მეგონა,რომ მართლა კარგი ვიყავი,კარგი....

ჰმ,მაინც როგორია არა ბავშვობა?მშვიდი და ზომიერი...მომლოდინე და რაღაცნაირი...ახლა,რომ დამაჯინო,ქუთაისში,ბუხრის პირას,ალბათ მოწყენილობით მოვკვდები...შევიცვალე ამ მხრივ...მშობლიურ ქალაქში,აღარ მიჩერდება გული,ეს არ მომწონს,მაგრამ რა ვქნა?რასაც ვგრძნობ,იმას ვწერ...იმას ვფიქრობ...

დღეს მივხვდი,რატომ არ უყვარდათ დიდებს თოვლი...ახლა ვიცი,რატომ ჰქონდა,მამას ისეთი მკაცრი სახე და საერთოდ ,დიდი ადამიანები,ყველაფერს ამარტივებენ და ამასთანავე ართულებენ..ათასი საზრუნავით დატრვირთულ ადამიანს,სილამაზე თვალსა და ხელს შუა ეპარება..ქრება-იღვენთება დიდების სიცოცხლე და მაინც,რაღაცნიარად თოვს დღეს...

ცივა..ცრის... მარტო დიდებისთვის თოვს თითქოს...


Tags:

 
Interesting
positive votes: 18  |  negative votes: 0

Write comment:

aMIRZAde (46)
შენც რაღაცნაირი ხარ შენს ბლოგებთან ერთად...))
#2, 13.03.2012 - 01:58
aMIRZAde (46)
“რაღაცნაირი“ მაგარი სიტყვაა...არც არაფერს აღნიშნავს და ამავე დროს დიდი ემოციური დატვირთვა აქვს...
#1, 28.01.2012 - 01:34
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.