Friday, 27. January 2012 Time 13:34.
დღეს ისევ დავთვერი ძველებურად
სამჯერ გამოვცალე მთვარის ყანწი,
არა, არ იტირო ჩემო გოგო
იწვიმებს აწი.
ისევ აირია სონეტები ჰანგზე
გული შენი არის განა ჩემი?
ჭკუას მარიგებენ შეცდომები,
როგორც მამაჩემი.
ვიცი სიძულვილზე ვსწავლობ სიყვარულს და
ცოდვებს ვინანიებ უფლით,
ალბათ შემოვივლი ხვალე ცის კიდობანს
ჩემი გახეული "ტუფლით".
ვერა ვერ დავიპყრე დიდი მწვერვალები
აგერ ჩემს კიბეზე ავალ,
თუ არ მაღიარებს ხალხი გენიოსად
ისე ვერ ვიცხოვრებ რავა?.
წლებმაც გაგვირბინეს უთავბოლოდ
და ეს ოცნებები დავწვი,
არა, არ იტირო ჩემო გოგო
იწვიმებს აწი.