Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Марина Цветаева - Быть нежной, бешеной и шумной...



იყო მშფოთვარე, ანცი და ნაზი,
– გწყურდეს სიცოცხლე ასე! –
იყო ჭკვიანი, ასე ლამაზი, –
იყო მშვენებით სავსე!

ყველაზე ნაზი, ვინც იყო, ან არის,
ცოდვის არ იყო მცოდნე...
არ აღშფოთდება მთხრელი საფლავის,
– ვინც რომ არ უნდა მოკვდეს!

უცხოდ გარდაქმნილს დაგადონ ტაბუ,
– იქცე ყინულის ლოლოდ! –
არც რამ დასტყუო ბონდოვან წარსულს,
არც ბედს მიენდო მხოლოდ,

სულ დაივიწყო გულის ბზარები
და რომ შეხორცდა – ისიც,
შენი ხმაც და მით თქმული აზრებიც,
და ბრწყინვალება თმისიც.

ძველი ფირუზით მორთულ სამაჯურს,
– მტევნის სიმძიმით დახრილს,
ამ სივიწროვეს ნახვევ აბაჟურს,
ჩემს ხელზე შებმულ სამხილს...

როგორც კვეთავდა კონტური ღრუბელს,
ცაზე სიშორე ფერთა.
ასე ვჟღინთავ მეც მელანით ფურცელს,
თუკი კალამი ხელთ მაქვს.

უწინ თუ როგორ ფეხები ხტოდნენ,
წინაღობებზე ხშირად,
არ მსურს წარსულთან რომ განვმარტოვდე,
ვიქცე მორბენალ ჩრდილად.

მსურს დავიწყება აისის ალთა,
დღეთა სიჩუმის წესი...
– ყველა ანცობა და ქროლვა ქართა,
– ყველა, ნათქვამი ლექსი!

აღსრულებული ეს სასწაული
სიცილს გაატანს ქარებს.
მე, ვარდისფერი და ბანალური
ყველას ვაჯობებ – მკრთალებს.

და აღარ გავხსნი – მე ასე მინდა –
– ო, შემიბრალე თარსი! –
არც დაისისთვის, არც მზერისთვის და
არც ველებისთვის გავხსნი –

ჩემს ამ დახურულ წამწამ–ქუთუთოს.
– არც ყვავილისთვის ავწევ! –
მშვიდობით მიწავ, გთმობ საუკონოდ,
და ვინანიებ ასწლედს.

და მთვარეებიც დაიწყებს დნობას,
თითქოს თოვლს დნობას ასწრებს,
როცა ასე ნორჩს გაატანს ქროლვას,
ამ ულამაზეს ასწლედს.




Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.