Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
თვალებთან ახლოს თვალახვეულს თითებს მომიტან
და ჩვენი მოწმე იქნება მთვარე,
ძვირფასო, გხედავ ქარვისფერი შემოდგომიდან,
როცა ვებრძოდი სიკვდილის თარეშს.
რიონის პირას სასუფეველს სულში მომიტან.

გიყურებ მუნჯი, აღარ ძალმიძს წარმოთქმა რამის,
შენს თმებში თეთრი ენძელებია
და ეს წუთები, მშვენიერი წუთები ღამის,
გასათენებლად მეძნელებიან!...
გიყურებ მუნჯი, არც დანახვა არ ძალმიძს რამის.

საიდან გაჩნდი ასე თბილი, დილის მზესავით,
საიდან გაჩნდი ასეთი ნეტავ,
სხივად მოხვედი, სულის მუზებს ენათესავე,
დედოფალო და სიცოცხლის დედავ,
საიდან გაჩნდი ასე თბილი, დილის მზესავით.

მომეცი ხელი სიბნელეში, აინთე ცაში,
(არ დაივიწყო შენი მისია)
როგორც ედემში, ბედნიერი ვიქნებით მაშინ,
სადაც სამყაროს ოაზისია!
მომეცი ხელი სიბნელეში, აინთე ცაში..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.