Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

ბიჭური მხრებით დაგაქვს კაცობა

ბიჭური მხრებით დაგაქვს კაცობა,
დაღვინებამდე კიდევ შორია.
შენი თვალებით ვუცქერ სამყაროს
და მე ეს ტვირთი ჩემი მგონია.

მიკანკალებენ შიშით მუხლები
როცა ნაჩხუბარ სხეულს ვეხები.
მე, მწიფე ყანას, წიხლით მთელავენ,
ვიღაცის მძიმე, ტლანქი ფეხები.

ბიჭური მხრებით დაგაქვს კაცობა
და სინდის- ნამუსს ქუდად ატარებ.
შენი თვალებით ვუცქერ სამყაროს,
როცა უძილო ღამეს ვაწვალებ!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.