მე წავალ, არ მინდა ტკივილი გიჩვენო
created: Friday, 27. January 2012 Time 21:33.
changed: Wednesday, 01. February 2012 Time 19:00.
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არ ვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ,
ჩვენი გზა გაიყო...
ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,
არ მინდა ტკივილი გიჩვენო
Tags:
|
positive votes: 4 | negative votes: 0
|
average rating: 18 | viewings: 15
|
Write comment:
მე წავალ,
არ მინდა ტკივილი გიჩვენო