Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

გაივლის წლები...

გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი,
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის, გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო, დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.