Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მე წვიმისფერი მქონდა თვალები

მე წვიმისფერი

მქონდა თვალები,

და წვიმა მერქვა.

ასკინკილათი ჩამოვირბინე

ცის ბილიკები,

მოვედი შენთან.

გახელებული ვეხლებოდი შენს ფანჯარას

არ დაგაძინე,

ნუთუ ვერ მიხვდი,

მე შენთვის ვწვიმდი

მარტის ღამეში.

შენ კი, ცისფერი

გაზაფხულით დამთვრალს,

გალეშილს,

სულ არ გესმოდა

ჩემი როკვა სახურავებზე,

შენ ვერ მამჩნევდი...

მე წვიმისფერი

მქონდა თვალები და

წვიმა მერქვა.






Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.