Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ღმერთი, არ გაგიწყრეს

იცი,რა…
ღმერთი, არ გაგიწყრეს ,
მხოლოდ არ დატოვო
სიტყვები,
ჩემამდე მანძილით აყუჩე
ქუჩები, მარტო რომ მივყვები.
მოდი და ლოყებზე დამისვი,
მაგ ხელისგულები ზეპირად…
მინდოდა ლამაზი სხეული,
მაგ შენი კაცობით გეზიდა.
ქუჩაში ღამეა გაწვდილი
მათხოვრად
(მთვარეს რომ ჩააცვას)
მასუნთქე მაგ სუნთქვის ნაწილით,
სახეზე ტუჩებით დაგმარცვლავ.
იცი,რა…
არ მითხრა მიდიხარ
ღმერთი არ გაგიწყრეს...
დავლევ და…
მაბრაზებ,როცა ვარ სულერთი
დღეს,ამ ხასიათზე გამდინარ
ცრემლებში,ჩაუწე ალერსი,
გვიყურებს წარსული სარკიდან
და მორჩენილი წუთებით
ბავშვობას დავიწყებ თავიდან.
იცი რა…
გიფიცებ, მიყვარხარ...
და მაინც მიდიხარ… სულელი!
სიტყვები დავტოვე ქუჩასთან,
შენი თვალებივით გულწრფელი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.