Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

შენ მშვიდად გძინავს და არ იცი,

სანამ შენ გეძინა, მე ლექსებს გიწერდი,
სადად და მარტივად ვღალატობ მუზებსაც.
აცივდა ქალაქში და წვიმა მოედო
თბილისის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებსაც.

შენ ამ დროს გეძინა მე კი გღალატობდი
ფურცლებთან ან ვორდის უბრალო ფაილთან.
იცი, ბავშვობაში ვხატავდი წეროებს
რომლებიც პატარებს მიყავდათ თავისთან.

ცხრის ოცი წუთია, ფანჯარაც ჩამუქდა
და ვითვლი თითებზე გასავლელ მანძილებს
( აცივდა გარეთ და ჩემს სულსაც აციებს )
შენ მშვიდად გძინავს და არ იცი, რომ შენგან
მე ახლა ათასი სიზმარი მაცილებს…

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.