Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ნწ ნწ....

კარი დამხვდა ღია, ე.ი. მიცდიან,
შიშის ქუდი დავკიდე, სადაც ქუდები კიდია,
საკიდის კიდეს მივაკიდე კიდევ
იასავით მუქი სევდის ქურქი
და შევედი...
დარბაზში ისხდნენ დევები,
სჭამდნენ ჰიპოპოტამის მწვადებს
და კითხულობდნენ საღამოს გაზეთს...
მივესალმე ყველას და ხელად
ვიფიქრე, რად მოვედი-თქო. თითქო
მიმიხვდნენ დევები და მოფერებით
დამიწყეს საუბარი, მათი სუნთქვისაგან დგებოდა ქარი,
მათი სიცილისგან იძვროდა მიწა, მერე დიდხანს
ვითამაშეთ ნარდი, მე არ მქონდა წაგების დარდი.
ორი თავის ქალა - იყო კამათლები,
მეც მიხაროდა, რომ არცერთი არ იყო ჩემი...
მერე ვსვით ჩაი ფიალებით,
ჩაის ასდიოდა ცეცხლის ალები,
გამოვიდა მზარეული, ისიც უზარმაზარი,
ერთი სახლისხელა დადგა ნამცხვარი...
დროა-მეთქი, საათმა თორმეტი
ჩამოკრა როცა, ავდექი მორცხვად
და წინკარში გამოვედი... გამომყვნენ დევები,
ერთმა მითხრა: - ჩაო, შემდეგ შაბათს კიდევ დაგირეკავო,
მეორემ ჩამომართვა ხელი, ცხელი,
როგორც ცხელი აგური და მობოდიშებით
თქვა: - აბა რა ვქნათ, ჩვენც გვჭირდება
ზოგჯერ რაღაც ადამიანური...
სადღაც გამქრალიყო შიშის ქუდი,
სადღაც გამქრალიყო გუნება ცუდი,
თვალწინ დადნა ჩემი სევდის ქურქი
და იატაკზე უცებ დადგა გუბე - იასავით მუქი;
გავედი გარეთ, იდგა დიდებული ღამე,
ვარსკვლავები თეფშებივით დიდები
თითქოს ტოტებზე ეკიდა ხეებს;
და ვიფიქრე მე: რა კარგია,
ვინმეს რომ სჭირდები, თუნდაც... დევებს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.