Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

WILLIAM FAULKNER – After Fifty Years

ცარიელი დგას მისი სახლი და გულიც ძველი აქვს ანტიკვარტივით,
ჩრდილებით აღვსილს ყველა კარიდან, ცრუ ექოც ავსებს ყალბი სატირით.
ვერავინ იხსნის და ცდილობს მაინც, ტაატით თითთა ვინმეს ცდუნებას,
რაც ბრმა თითების ხაფანგს ფოლადის, არ ძალუძთ მათი შენარჩუნება.

და როცა ადრე, ხელები კაცთა, ალერსად თქმული და ვარდივით გარყვნილს...
როცა ალერსის დასდევდა განცდა, როგორც კოლიბრი შერჩება ყვავილს:
გვირგვინისებრად შეეძლო მაშინ, მოერგო თავზე ბედთა ძაფები
– თმაში ჩაეწნა, ტკბილ ხელთა შარში გახვევდნენ ყველას ამორძალები.

თითქოს სარკე სცნობს მის სიფერკმრთალეს, ან სულაც ვერ სცნობს მის ამ ზმანებას,
სიზმრად აღზევდა – ოცნების მხარეს, – სხვას ენათხოვრა ფერისცვალება
და აღზევებულს, მის ამ სინაზეს, ასე ნაზი თმის გვირგვინი ამკობს.
გულდატყვევებულს სტანჯავს სიბრმავე, ნორჩი თვალებით დაეძებს სატრფოს.

მთელი არსით გრძნობს მის არსებობას, მის ამ არომატს ისუნთქავს ხარბად,
მთელი სხეულით გრძნობს უმწეობას, მისი ცხოვრება ვერ ასცდა ხაფანგს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.