Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maakoo33 blog

უშენობით

,დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.