Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ცამდე აღმართული გუმბათიდან
ფრთხილად დაეშვება სხივი,
ჩამოფარფატდება ანგელოზთა
ფრთებით გადაბმული მძივი.

მიმოიბნევიან მთელს ტაძარში,
მიმანიშნებელნი ერთის,
ყველა შესამკობზე ძვირფასია
წმინდა სამკაული ღმერთის.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
უხვად იღვენთება სითბო,
ხელის გულები მაქვს მიშვერილი
და თან სულის გულსაც ვითბობ.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
ცრემლი იღვენთება თითქოს,
ეს ხომ დედა არის, მარიამი,
ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.

წმინდა ანგელოზთა სამკაულში
ჩემი ანგელოზიც ვნახე,
ისე მომეფერა, ისე აუხსნელად,
ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.

და მე დღემდე მჯერა, რომ უფალმა
ხელზე მომიჭირა ხელი,
და მე ის ვიგრძენი, როგორც უტკბილესი
მშვიდი სიოს ქროლვა, ნელი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.