Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
ღამეა! რაღაც ფიქრი მაწუხებს.
ამ მთვარის შუქზე რა დამაძინებს.
ვესათუთები სულში აწ უკვე
გაფერმკრთალებულ ჩემს სიყმაწვილეს.

ჩემო დობილო გარდასულ დღეთა,
ნუღარ უწოდებ თამაშს სიყვარულს.
დე, მთვარემ ვარჯი გაჰკვეთოს ხეთა,
ჩემს სასთუმალზე გადმოიღვაროს.

ირგვლივ ჩრდილები სახეს იცვლიან,
მთვარის შუქით რომ იხატებიან.
გულს ვერ აიყრი, არ შეგიძლია,
რადგან არც ტრფობით არ აგნთებია.

თუ გიყვარს, ერთხელ გიყვარდეს უნდა,
ამიტომ გული ვერ მიგიკარებს.
შეხედე, აგერ, ამ ცაცხვებს, თუნდაც,
მძლავრი ფესვებით ნამქერში მდგარებს.

მე ხომ ვიცი, და შენც უწყი კარგად,
იდუმალ შუქზე, რომ ახლავს მთვარეს,
ამ ცაცხვებს განა ყვავილთა ფარდა,
თოვლი და ჭირხლი უმძიმებს თვალებს.

ჩვენ რა ხანია მოვისურვილეთ
ტრფობა, მე სხვასთან, შენ – ჩემთან არა,
და ორივესთვის არის სულერთი
იაფფასიან გრძნობებს არ ვფარავთ.

მაინც მსურს, ნაზად რომ მეხვეოდე
და დავეკონო ტუჩებს ვნებიანს.
დაე, გულს მუდამ ესიზმრებოდეს,
ვინც საუკუნოდ შეჰყვარებია.



ავტორი: სერგეი ესენინი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.