Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
მინდა ვამხილო
მიუწვდომელი...
და არავისთვის
გასანდობელი...

მინდა მე შენი ოცნება მერქვას,
და ვენთო სანთლად
ჩაუქრობელი...
მინდა მე შენი სინაზე მერქვას,
ოღონდ ხილული,
თან ზეციური,
მინდა მე შენი ტკივილი მერქვას,
უყუჩებელი...
განუკურნელი...

და...
ისიც მინდა...
თუნდ ოცნებებში...
არ მყავდეს ვინმე მე საოცნებო,
და არ მჩაგრავდეს სპეტაკი გრძნობა,
ჩემს ძარღვებზე რომ ასე თავნებობს...

მინდა და მინდა...
თუმცა სად არის...
თავს სად ვუტოლეეებ?..
ფიქრიც არა ღირს...
ეხლა კი დროა კვლავაც ვიჭერდე
ჩემს ოცნებებში ტანჯვის თადარიგს...


ავტორი: დავით ჯაფარიძე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.