Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მეც ვუყვარდი, ალბათ, ერთ დროს...


როგორც ნუკრმა მტაცებლისგან გაქცეულმა,
ჩემს ხმელ ფოთლებს შეაფარე ფრთხილად თავი,
მე კი მუხამ, სიბერისგან წაქცეულმა,
შეგიფარე, ვერაფერი ვერ გითხარი.
შემიყვარდი, ნუკრი იყავ და რა მექნა?
შემორჩენილ ფესვით ნაჟურს გაწოვებდი...
იმ წამს მივხვდი, რომ ცა თავზე ჩამომექცა,
რომ ცისკრისას უეჭველად დამტოვებდი...
ჩაგეძინა, ფესვით ჩუმად მოგეფერე,
შეშინებულს თვალი წამსვე გაგეხილა,
რაღა დარჩა, სიკვდილია ამის მერე,
როგორ მსურდა, ეს, შენთვისაც გამემხილა...
მეც ვუყვარდი, მეც ვუყვარდი, ალბათ, ერთ დროს,
ტყეში ხეებს ასკდებოდა მთვრალი ქარი...
და ვკვდებოდი, მე ვკვდებოდი უნუგეშოდ,
შენ ბრმა ტყვია იყავი და ვერ გითხარი...

თამაზ მეტრეველი

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.