Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nia202 blog

შენ ერთ დღესაც რომ განიცადო რასაც განვიცდი

შენ ერთ დღესაც რომ განიცადო რასაც განვიცდი,

ერთ დღეს... არა, მეცოდები ამგვარ ტანჯვისთვის...

საათიც კმარა ბედნიერო ჩემო ღვთაებავ,

რომ იგრძნო, თუ რა აუტანელს ვუძლებ ვაებას.

აზრს ეჭვი წეწავს, ხოლო გრძნობას - მღვრიე გრიგალი.

დაბზარულია ეჭვებისგან შუბლი ფიქალი.

შემატორტმენებს ფიქრი ტალღად დანაძგერები,

ხან სასომიხდილს მებინდება თვალი ცრემლებით.

განმეშორები თითქოს გულში მაყრი ნაღვერდალს,

ჩანს რომ პირისპირ ვერ ჩერდები ჩემს დიდ ნაღველთან.

ო, ტრფობა ჩემი, მწველი ჟინით გადაბინდული,

იგი სავსეა სინაზითა და ერთგულებით.

დაფერილი აოცნებათა მზისფერ ქულებით...

შენ მას ვერხედავ, ან ღელვის დროს რას დაინახავ,

ზღვა გულისგულში სასოებით რა განძს ინახავს.

ძვირფას ნიჟარებს მოელვარე თვალ-მარგალიტებს

შეამჩნევს თვალი, როცა კარგად გაიამინდებს.

რომ შემძლებოდა დაჯერება ტრფიალის შენის,

რომ წამით მაინც მომაცილა ეჭვების სენი,

რომ დამავიწყა, რაც ღალატის სიმწარე მახსოვს

მეც ბედნიერი ვიქნებოდი, შენც - ჩემთან ახლოს.

ვით მონუსხული, მორჩილია ჯადოქრის ლოცვის,

შენი ერთგული ვიქნებოდი სულით და ხორცით.

ცოდვილი მონა, ბედნიერი ამ ამონობით

თუკი ოდესმე თავს წამიერ გაგიტოლებდი.

მე სიამაყე თუმც არ მაძლევს ამის უფლებას,

შენი მსახური ვიქნებოდი სიტყვის უთქმელად.

შეგთხოვდი მხოლოდ სინაზესა და კეთილ სიტყვას

იმ კაბის ჩაცმას, მე რომელიც ძალიან მიყვარს.

და ყოველდღიურ საზრუნავში გახვეულს მუდამ,

იმისთვის მოცდას, რითაც ჩემი სულდგმულობს მუზა.

სულ მცირეოდენ თანაგრძნობას, ცოტა მოთმენას,

თუნდაც ყასიდად, ზოგჯერ ჩემი ლექსის მოსმენას.

თუკი სიყალბეს შეგატყობდი ზოგჯერ უეცრად,

გაპატიებდი სიხარულით ამ სიცრუესაც.

ბედ- იღბალს ჩემსას მოგიძღვნიდი, როგორც ქონებას,

ფერხთ დაგიყრიდი გრძნობებს ჩემსას, გულს დაგონებას.

ოცნებებს ჩემსას არასოდეს განგაშორებდი

სამარადისოდ რომ გვეცხოვრა ერთი ცხოვრებით.

მაშინ ეს შმაგი დაცხრებოდა ვნებათაღელვაც

ახლა ვით ნავი მბორგავ ზღვაში, მე მისი ტყვე ვარ.

მისი ტალღები ბობოქარი გულს მოესხურა,

ნეტავ მშვიდ ზღვაში ერთი ნავით მაინც გვეცურა...

და თუ იღბალი ტალღებს თავს კვლავ გადაგვავლებდა

შენზე სიმღერით სულს დავლევდი დაუნანებლად.

ადამ მიცკევიჩი


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

რომ დამავიწყა, რაც ღალატის სიმწარე მახსოვს

მეც ბედნიერი ვიქნებოდი.....
#1, 29.01.2012 - 21:34
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.