Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

სიხარულისგან იტირებ ალბათ...

21:54

შენ ისე ნატრობ თოვლსა და ბარდნას,
ვით საქორწილოს ნატრობენ კაბას,
ახლა რომ თოვლი მოვიდეს მართლა,
სიხარულისგან იტირებ ალბათ...

შენ ისე ნატრობ- მოვიდეს თოვლი,
ითოვოს დიდხანს, ითოვოს გაბმით...
შუაღამისას რომ გითხრან - ბარდნის!..
ქუჩაში გახვალ ზაფხულის კაბით.

მალე, სულ მალე მოთოვოს ნეტა,
თოვლმა დაფაროს გზები, პარკები,
მოვალ, მოგძებნი... და შენთან ერთად,
იმ თოვლში სადმე დავიკარგები.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.